
ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდეენობა 4-მდე გაიზარდა
06/07/2023 05:52:36 მსოფლიო
ლვოვზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა
რუსული რაკეტით წუხელ განადგურებული სახლის ნანგრევებში მეოთხე მოქალაქის ცხედარი მაშველებმა დღეს აღმოაჩინეს.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 9 ადამიანი, მაშველებმა 7 მოქალაქის გადარჩენა მოახერხეს, ევაკუირებულია 64. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
შსს-ს ცნობით, დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ორი სადარბაზოს მესამე და მეოთხე სართულები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით ლვოვში განადგურებული სახლის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ "მტერს პასუხს აუცილებლად გასცემენ".