Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

06/07/2023 08:56:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და მისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები.

ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S