
სომხეთი სამხედრო ურთიერთობებს საბერძნეთთან და კვიპროსთან ავითარებს
06/07/2023 09:17:59 კავკასია
კვიპროსში სამხედრო მიმართულებით სომხეთ-საბერძნეთ-კვიპროსის სამმხრივი კონსულტაციები გაიმართა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სომხური მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ლევონ აივაზიანი.
„კონსულტაციების დროს განიხილეს სამი ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებული უსაფრთხოების არაერთი საკითხი, ასევე თანამშრომლობა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გადადგან ერთობლივი ნაბიჯები სამი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კონსულტაციების შედეგად ხელი მოეწერა სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის წლიურ პროგრამას, რომელიც მოიცავს რიგ ღონისძიებებს სომხეთში, საბერძნეთსა და კვიპროსში",– ნათქვამია განცხადებაში.
დელეგაციები ასევე მიიღო კვიპროსის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა დიმოკრიტოს ზერვაკისმა.