Accentnews.ge
ანა დოლიძემ პარლამენტს წინადადებით მიმართა: „პედოფილიაზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაუქმდეს“

ანა დოლიძემ პარლამენტს წინადადებით მიმართა: „პედოფილიაზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაუქმდეს“

06/07/2023 11:18:57 პოლიტიკა

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითვალისწინებს.

„ჩვენ გვაქვს სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნა ეხება პედოფილიას. გამოცემა ,,ნეტგაზეთს’’ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა ძალიან კარგი სტატია, სადაც კარგად ჩანს თუ რა ცუდად არის საქმე ამ მიმართულებით. 29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად.

მეორე მხარეს არის მშობელი, ბავშვი, რომელიც ჩვენებას აძლევს და ამასობაში პროკურატურას უჩნდება აზრი გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება დამნაშავეს და ქუჩაში დატოვოს პედოფილი. 5 განაჩენის მიხედვით, რაც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან გასაჯაროვდა , მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა საპროცესო შეთანხმება. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში. სასჯელი ზომაც ამ მიმართულებით არის ძალიან დაბალი, რამდენიმე წელიწადში დამნაშავეები გარეთ არიან. საქმე გვაქვს სავარაუდოდ კორუფციასთან ან სხვა რამესთან. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებას, მათ შორის უვადო პატიმრობის”, – აცხადებს დოლიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S