Accentnews.ge
ჯაღმაიძე: მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა

ჯაღმაიძე: მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა

06/07/2023 13:38:23 საზოგადოება

საპატრიარქოს პრეს–სპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა.

„მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღეისათვის რთულია. [...] გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განუცხადა დეკანოზმა ჟურანლისტებს.

პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს, – იუწყებიან ტელეკომპანიები "მთავარი" და "რუსთავი 2".

"მთავარის" ცნობით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

მოგვიანებით „რუსთავი 2"-მა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

"ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ იგი 1 კვირის წინ იყო. ასევე, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S