Accentnews.ge
ხაბეიშვილი: დღეს ქვების სროლის ორგანიზატორი იყო საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი

ხაბეიშვილი: დღეს ქვების სროლის ორგანიზატორი იყო საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი

06/07/2023 14:19:21 პოლიტიკა

გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ასე ეშინიათ და თუ უნდა ჩავსულიყავი 150 და 140 სოფელში, ქალაქში და რაიონში, ჩავალთ 240-ში. ყველგან გელოდებით - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში დღეს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით და იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებიც მისი ცნობით, ძალადობაში მონაწილეობდნენ. ყველა მათგანი საჯარო მოხელეა:

"ამ ქვებს დღეს პენსიონერებს ესროდნენ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ტიტუშკები. ნასედკა ნომერი ერთი - საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, რომელიც დღეს ქვების სროლის ორგანიზატორი იყო. ნასედკა ნომერი ორი - ვანო ბეჟიაშვილი საგარეჯოს საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე. სუს-ის ნასედკა ნომერი სამი - ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე; ირაკლი რუაძე - საგარეჯოს საკრებულოს წევრი.

ეს 4 ადამიანი 40 წუთში ვისი იდენტიფიცირებაც მოვახერხეთ ესენი არიან. თქვენ ნახეთ, რომ ის იყო ფიზიკური ანგარიშსწორება. ჩვენ არაფრის არ გვეშინია, მოვუწოდებ საზოგადოებას კარგად დაფიქრდნენ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას. გადასული არიან ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი. ეს ბოლო ჟამი დადგა და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში და დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ ამ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას," – თქვა ხაბეიშვილმა.

საგარეჯოში ენმ–ის წევრებს, სადაც ისინი მოქალაქეებთან შეხვედრას მართადნენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ისროდნენ ქვებს. დაჟავდნენ ჟურნალისტებიც.

მსგავსი დაპირისპირება მოხდა 30 ივნისს კასპშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S