
სარჯველაძე: ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროვოცირებაზე არ ვისაუბროთ
06/07/2023 15:08:30 ციტატა
"ძალადობის ფორმა ურთიერთობაში, რა საკვირველია, მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე. პროვოცირება კი არის, მაგალითად, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რაღაცა ფორმით ისე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რომ არ აქვს საზოგადოებისთვის ბოდიში მოსახდელი ბევრ საკითხზე. რა საკვირველია, ესეც მაპროვოცირებელი შეიძლება, იყოს აგრესიული დამოკიდებულებისა",- ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
საგარეჯოში, როდესაც ენმ-ის წევრები ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, ადგილზე მმართველი გუნდის მხარდამჭერები მივიდნენ. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს.