
პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის, რომელსაც ივანიშვილის ბიტკოინების მითვისებას ედავებიან, 3–მილიონიან გირაოს ითხოვს
06/07/2023 16:01:56 სამართალი
საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონ ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ პირს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. ამის შესახებ მოსამართლემ განაცხადა სასამართლო სხდომაზე.
საუბარია 2017 წლის მოვლენებზე. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. პროკურატურა არ ასახელებდა ინვესტორის ვინაობას.