
აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალების მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
25/11/2019 05:10:20 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა სამხედრო საზღვაო ძალების მდივანი რიჩარდ სპენსერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი სპეცრაზმელი და ნორვეგიაში ამჟამინდელი ელჩი კენეტ ბრეითუეითი წარადგინეს. საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი სპენსერის მიმართ ნდობის დაკარგვაა, რაც დაკავშირებულია ე.წ. ზღვის ლომების ქვედანაყოფის სპეცრაზმელის ედვარდ გაჰალერის მიერ ერაყში სამხედრო დანაშაულის ჩადენის საქმის გამოძიებასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის ხელმძღვანელმა შეიტყო, რომ რიჩარდ სპენსერი თეთრი სახლის წარმომადგენლებს ფარულად სთავაზობდა, არ ჩარეულიყვნენ ედვარდ გალაჰერის წინააღმდეგ საქმეში, სპეცრაზმელი კი სამხედრო საზღვაო ძალებს დატოვებდა და წოდებას შეინარჩუნებდა.
ედვარდ გალაჰერი დამნაშავედ ცნეს ერაყის ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლის ცხედართან პოზირებაში, თუმცა უდანაშაულოდ სცნეს დაჭრილი მებრძოლის მკვლელობასა და სამოქალაქო პირებისთვის ცეცხლის გახსნაში. მას 16 ნოემბერს დონალდ ტრამპმა წოდება დაუბრუნა.