Accentnews.ge
გამოძიება ივანიშვილის ფინანსური მრჩევლის წინააღმდეგ მარტში დაიწყო

გამოძიება ივანიშვილის ფინანსური მრჩევლის წინააღმდეგ მარტში დაიწყო

06/07/2023 17:35:41 სამართალი

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო – მას შემდეგ, რაც დაზარალებულის წარმომადგენელმა მიმართა უწყებას.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტა ინვესტიციის ფარგლებში მიითვისა, რომლის განხორციელებაც სესხის სახით მოხდა.

„რა თქმა უნდა, ეს იყო ინვესტიცია. რაც შეეხება ინვესტიციებს ფორმებს - ზუსტად იგივე ფორმით ჰქონდა მას განხორციელებული ინვესტიცია, როგორც დაზარალებულს, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ნებისმიერი განცხადება, რაც დაცვის მხარემ გააჟღერა, უბრალოდ დოკუმენტებს და ხელშეკრულებებს სცდება. აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ არ არის სწორი. ასევე, ჩვენი ოფიციალური განცხადებაც არის ამასთან დაკავშირებით. საქმე გვაქვს მარტივ მოცემულობასთან - ეს არის კრიპტოვალუტის მითვისება, რომელიც გამომუშავებული იყო ამ ინვესტიციის ფარგლებში და შემდგომ აქტივის ლეგალიზაციასთან“, - განაცხადა პროკურორმა.

საპასუხოდ ადვოკატმა განაცხადა, რომ არსებობს სესხის დაფარვის დოკუმენტი და მათთვის გაუგებარია, რატომ დაინტერესდა საკითხით პროკურატურა ამჟამად, მით უფრო, რომ ბაჩიაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებში.

ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდება 3 მილიონ ლარს მოითხოვდა. ბრალდებულს გამოძიების დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.

მან მოკლე კომენტარი გააკეთა მედიასთან. თქვა, რომ თავადაც გაოგნებულია ბრალდებით. ამასთან, აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამი კვირის წინ ჩამოვიდა და ქვეყნის დატოვება რომ სდომოდა, არც ჩამოვიდოდა.

„არ ვიცი, გაოგნებული ვარ. 8 წლის შემდეგ, როგორ შეიძლება დააბრალო“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა და დასძინა,"ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო. არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები, არ ჩამიდენია, შესაბამისად, ბოლომდე დავიცავ ჩემ სიმართლეს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S