
ჰონგ-კონგის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა
25/11/2019 05:14:02 სხვა, მსოფლიო
ჰონგ-კონგის თვითმმართველობის არჩევნებში პრო-დემოკრატიულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა South China Morning Post-ზე დაყრდნობით იუწყება, ოპოზიციამ რაიონულ საბჭოებში 241-დან 201 მანდატი მოიპოვა.
არჩევნებში მონაწილეობა 2.9 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა 71 პროცენტი იყო.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ჰონგ-კონგის საბჭოს წევრები ადგილობრივ საკითხებზე არიან პასუხისმგებელი, როგორიცაა მაგალითად ავტობუსის მარშრუტები ან ნარჩენების მართვა, თუმცა კვირის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ის პრო-დემოკრატიული პროტესტისა და მთავრობის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ტესტად მიიჩნეოდა.
გარდა ამისა, რაიონული საბჭოების 117 წევრი იმ კომიტეტის წევრიც ხდება, რომელიც ჰონგ-კონგის მთავრობის მეთაურს ირჩევს. კომიტეტი სულ 1,200 წევრისგან შედგება.