Accentnews.ge
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

07/07/2023 09:47:47 პოლიტიკა

10-12 ივლისს გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

"ბერბელ ბასი მისი ქართველი კოლეგის, ბატონ შალვა პაპუაშვილის მოწვევით თბილისს ესტუმრება. ქალბატონი ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა ქალბატონი ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას. პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ვიზიტის პროგრამაში არის ასევე სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული ხაზის მონახულება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგი. გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S