Accentnews.ge
სუს-ი: საოკუპაციო ძალა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აქტიურად განაგრძობს

სუს-ი: საოკუპაციო ძალა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აქტიურად განაგრძობს

07/07/2023 10:30:03 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აქტიურად განაგრძობს - კერძოდ, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ბორდერიზაციის - 69, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

სუს-ის ცნობით, უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში. დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზზე ვიდეოკამერების დაყენების ფაქტებიც.

გარდა ამისა, როგორც სუს-ი აცხადებს, 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. ასევე დაფიქსირდა, ეთნიკური ქართველების „გამოკითხვაზე“ დაბარების, დაშინებისა და შევიწროების შემთხვევები. პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს იხილავს. დოკუმენტი სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის - თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S