სტოლტენბერგი: სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ
07/07/2023 12:21:56 პოლიტიკა
NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამის შესახებ მან ბრუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი მესიჯი დიდი ხანია, არის და ახლაც იქნება, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა პარტნიორებთან, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მოველი, რომ მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს ქვეყნის მომავალი და საგარეო პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი იქნება გარე ჩარევისგან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები [რომლებიც] საქართველოში იმყოფებიან საქართველოს მთავრობის ყოველგვარი თანხმობის გარეშე და დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და მილიტარიზაცია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს NATO-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებაში და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთგულებაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


