
აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 86%-ით გაიზარდა, ექსპორტი 99.93%-ით შემცირდა
24/05/2019 03:53:42 ეკონომიკა
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოში 80.84 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
2018 წლის აპრილში იმპორტი 11.21 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლიური ზრდა დაახლოებით 86%-ის ტოლია.
იმპორტი მთლიანად აზერბაიჯანიდან განხორციელდა.
გარდა ამისა, თუ გასული წლის აპრილში ექსპორტზე 61.724 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, მიმდინარე წლის მეოთხე თვეში ექსპორტი ფაქტობრივად ნულზეა დასული და 38 ათას კვტ.სთ-ს შეადგენს.
გასული ოთხი წლის მანძილზე, ელექტროენერგიის იმპორტი იზრდება, როცა ექსპორტი იკლებს.
იმპორტი სულ:
2015 წელი - 699.23 მლნ კვტ.სთ
2016 წელი - 478.94
2017 წელი - 1497.19
2018 წელი - 1508.82
ესპორტი სულ:
2015 წელი - 659.93 მლნ კვტ.სთ
2016 წელი - 559.01
2017 წელი - 685.7
2018 წელი - 588.58
2019 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტმა ჯამში 613.88 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ექსპორტმა კი 0.04 მლნ კვტ.სთ.