Accentnews.ge
ბაჩიაშვილის ადვოკატი: უკრაინის მხარდაჭერის გამო დაემუქრნენ, რომ "გადაიხდიდა"

ბაჩიაშვილის ადვოკატი: უკრაინის მხარდაჭერის გამო დაემუქრნენ, რომ "გადაიხდიდა"

07/07/2023 14:11:24 საზოგადოება

საერთაშორისო იურიდიული ფირმა "Amsterdam & Partners LLP"–ის წარმომადგენელმა რობერტ ამსტერდამმა განმარტა, რას გულისხმობდა რას გულისხმობდა „განსხვავებულ პოლიტიკურ მრწამსში“, რომლის გამოც, მისი თქმით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ისჯება.

კერძოდ, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბაჩიაშვილის მხრიდან გაჟღერებული უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია.

იურისტი ამბობს, რომ ბაჩიაშვილმა ამის გამო პირადად მიიღო მუქარები.

„ბრალდებები ყალბი და პოლიტიკურია! როდესაც ბრალდებები რვა წლის წინანდელ ფაქტებს უკავშირდბა, აჩენს კითხვებს, რა არის მოტივაცია? გარდა ამისა, ბრალდებები მომდინარეობს კონკრეტული პირისგან, რომელიც საქართველოში კარგად არის ცნობილი. საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები. ბრალდებების პოლიტიკური ბუნება გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემმა კლიენტმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინისადმი. ამის გამო დაემუქრნენ, რომ „გადაიხდიდა“, რადგან მისი ღირებულებები იყო პროდასავლური და არ შესაბამებოდა იმ პირის ღირებულებებს, რომელმაც ეს დავა წამოიწყო. ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებებით აშკარა იყო ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის უკრაინის მხარეს იდგა. ეს მუქარები ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო პირადად და ვერბალურად“,– თქვა ადვოკატმა "ფორმულასთან". თარგმანი არხს ეკუთვნის

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, "პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა".

მოგვიანებით, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2 500 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლების 9-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S