Accentnews.ge
შსს–მ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა საქმე

შსს–მ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა საქმე

07/07/2023 15:22:01 სამართალი

შსს-მ მეუფე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის საქმეზე გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.

გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, - აცხადებენ შსს-ში.

მანამდე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებიდან საპატრიარქოს დაუკავშირდნენ, მაგრამ სასულიერო პირებს ამ ეტაპზე გამოძიების დაწყება არ სურთ, რადგან გარკვეულ საკითხებში "ჯერ თავად უნდა გაერკვნენ".

თავდაპირველად მედიით გავრცელდა ინფორმაცია პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლის თაობაზე. ემდეგ საპატრიარქოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შიო მუჯირის სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S