Accentnews.ge
შესაძლოა, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით არ ჩატარდეს

შესაძლოა, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით არ ჩატარდეს

25/11/2019 08:20:55 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შესაძლოა, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით არ ჩატარდეს. 

როგორც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის".

"გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება", — განაცხადა კალაძემ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S