Accentnews.ge
"ევროპული ცის ფარს" ნეიტრალური ქვეყნებიც უერთდებიან

"ევროპული ცის ფარს" ნეიტრალური ქვეყნებიც უერთდებიან

07/07/2023 19:17:57 ევროპა

შვეიცარიის თავდაცვის მინისტრმა ვიოლა ამჰერდმა და ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა კლაუდია ტანერმა, მათ გერმანელ კოლეგა ბორის პისტორიუსთან ერთად, 7 ივლისს ბერნში ხელი მოაწერეს განზრახვის შესახებ დოკუმენტს, შეუერთდნენ საჰაერო თავდაცვის ინიციატივას "ევროპული ცის ფარი" (ESSI). ამრიგად, პროექტში ამჟამინდელი მოცემულობით, 19 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

ევროპის ცის საჰაერო საფრთხისგან დაცვის სისტემა გერმანიის ინიცირებული იყო. პროექტი მიზნად ისახავს ნატოს მხარდაჭერას ევროპის თავზე უსაფრთხო საჰაერო სივრცის შექმნაში. Sky Shield იყო პასუხი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად შეცვლილ სტრატეგიულ უსაფრთხოების გარემოზე. პროექტის ფარგლებში იგეგმება ისრაელის Hetz-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა.

ამჟამად ევროპაში ცა არ არის საკმარისად დაცული ბალისტიკური რაკეტებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ფრენის დროს მნიშვნელოვანი სიმაღლეების მიღწევა, – აღნიშნავს Tagesschau. დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ასახვაში არის ხარვეზები.

ავსტრიამ და შვეიცარიამ გამოთქვეს სურვილი შეუერთდნენ შეთანხმებას ნეიტრალიტეტის მიუხედავად. თუმცა, ამ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა დოკუმენტზე ხელმოწერისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო–სთან თანამშრომლობის გაღრმავება არ ნიშნავს ძველი დამოკიდებულების შეცვლას. საუბარია მხოლოდ სამხედროების მომზადებაში ურთიერთქმედების, განლაგების და ლოგისტიკური პუნქტების მხარდაჭერაზე. ავსტრიის თავდაცვის მინისტრმა შეთანხმებას "ისტორიული" უწოდა. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და „მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ავსტრია მზად არის, ერთობლივად გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა ევროპაში“.

„უკრაინის ომმა, მათ შორის, საკმაოდ მკაფიოდ აჩვენა, რომ ადრე ევროპაში არასაკმარისი მნიშვნელობა ენიჭებოდა საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S