სალომე ზურაბიშვილი: „დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება“
08/07/2023 07:54:09 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა 8 ივლისს დაგეგმილ „პრაიდის ფესტივალს“ და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა უზრუნველყონ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება. ასევე:
„მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მიუღებელია: „დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება“.
„პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.
დღეს, 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იმართება. ძალადობრივი ჯგუფები 2021 წლის 5 ივლისის გამეორებით იმუქრებიან.


