Accentnews.ge
ფოთის საცურაო კომპლექსმა საფეხბურთო კლუბ "სპაერის" შეკრებას უმასპინძლა

ფოთის საცურაო კომპლექსმა საფეხბურთო კლუბ "სპაერის" შეკრებას უმასპინძლა

07/07/2023 17:25:04 რეგიონები, რეკლამა

ფოთის საცურაო კომპლექსში 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით პერიოდში თბილისის “სპაერის” 15 წლამდელთა გუნდი იმყოფებოდა.

“სპაერის” გუნდმა ფოთში “ფაზისის თასი 2023”-ის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა.

"ფოთის საცურაო კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები და კაფეტერია, რაც საშუალებას იძლევა ვუმასპინძლოთ სხვადასხვა სპორტულ გუნდებს. ჩვენს კომპლექსს სპორტული შეკრებებისთვის უკვე ეწვია სხვადასხვა ქალაქის ცურვის, ფეხბურთის, კალათბურთის და ხელბურთის გუნდები", – ნათქვამია ფოთის საცურაო კომპლექსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S