Accentnews.ge
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი: შეძრწუნებული ვარ, რომ „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი: შეძრწუნებული ვარ, რომ „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა

08/07/2023 12:42:20 პოლიტიკა

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ იგი შეძრწუნებულია „პრაიდის ფესტივალის“ ჩაშლის გამო.

"შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში.

8 ივლისს თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ დაიძრა. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს. პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოიყენებია. სამართალდამცველებმა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა "პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის წინასწარ კოორდინირებული იყო'.

შსს-მ "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლა ახსნა იმით, რომ გაშლილ ტერიტორიაზე "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S