Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: "სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა კანონი“

გერმანიის ელჩი: "სევდიანი დღე თბილისში, დაირღვა კანონი“

08/07/2023 13:37:02 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა.

„სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

8 ივლისს თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ დაიძრა. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს. პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოიყენებია. სამართალდამცველებმა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა "პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის წინასწარ კოორდინირებული იყო'.

შსს-მ "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლა ახსნა იმით, რომ გაშლილ ტერიტორიაზე "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S