Accentnews.ge
გაერო-ს წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს

გაერო-ს წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს

08/07/2023 19:39:08 პოლიტიკა, სამართალი

გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“ დღევანდელ ღონისძიებაზე, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქი+ პირებისთვის“, – წერს საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა.

8 ივლისს თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ დაიძრა. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს. პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოიყენებია. სამართალდამცველებმა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა "პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის წინასწარ კოორდინირებული იყო'.

შსს-მ "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლა ახსნა იმით, რომ გაშლილ ტერიტორიაზე "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S