Accentnews.ge
„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი, საქმე აღძრულია ქურდობის მუხლითაც

„თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი, საქმე აღძრულია ქურდობის მუხლითაც

09/07/2023 15:32:16 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე, როგორც შს სამნისტროს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება დაწყებულია177-ე მუხლით, რაც ქურდობას უკავშირდება. ამ საქმის ფარგლებში დაკავებული არავინ არის.

8 ივლისს თბილისში, „ლისი ვანდერლენდში“ დაგეგმილი "პრაიდის კვირეულის" დასკვნითი ღონისძიება ჰომოფობიურად განწყობილმა ანტილგბტ აქციის წევრებმა ჩაშალეს. ასობით ადამიანი ვაჟა-ფშაველას ტერიტორიიდან ლისის ტბისკენ დაიძრა. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონები, შეიჭრნენ ფესტივალის ტერიტორიაზე და იქაურობა დალეწეს. პოლიციას მათ შესაკავებლად სპეციალური საშუალებები არ გამოიყენებია. სამართალდამცველებმა მხოლოდ ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ადგილიდან ევაკუაცია შეძლეს.

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა "პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის წინასწარ კოორდინირებული იყო'.

შსს-მ "პრაიდის ფესტივალის" ჩაშლა ახსნა იმით, რომ გაშლილ ტერიტორიაზე "ძალიან ბევრი ხალხი მივიდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S