
მულახში, მდინარეში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
09/07/2023 16:03:06 სამართალი
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა.
მომხდარის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა.
მათი ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს.