Accentnews.ge
კარა-მურზა სააკაშვილს წერილს უგზავნის: "თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ საკუთარი ქვეყნისთვის"

კარა-მურზა სააკაშვილს წერილს უგზავნის: "თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ საკუთარი ქვეყნისთვის"

10/07/2023 06:57:04 პოლიტიკა

რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი აქტივისტი, კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. კარა–მურზას წერილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ–გვერდზე გამოქვეყნდა.

კარა-მურზას წერილში აღნიშნულია, რომ "მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები მისთვის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს".

"ძალიან გამიხარდა, რომ თქვენგან წერილი მივიღე. მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ჩვენთვის თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ვარდების რევოლუციიდან არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი, რამდენიმე წელიწადში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იქცეს თანამედროვე, ღია, დემოკრატიულ ქვეყნად. [...] რა თქმა უნდა, ამჟამინდელი ქართული ნახევრად-პუტინი ხელისუფლება დიდი ხნით არ არის და თქვენ კიდევ ბევრს გააკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის. გაუფრთხილდით საკუთარ თავს მაქსიმალურად, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. წინ ბევრი საქმეა და ძალა აუცილებლად დაგჭირდებათ. ჩვენ კი, რუსეთში გარდაუვალი კოლაფსის შემდეგ, სადამდეც პუტინის რეჟიმი მიიყვანს ქვეყანას, მოგვიწევს ყველაფრის სრულად აღდგენა. გვჯერა, რომ მოვახერხებთ, მათ შორის, თქვენი მაგალითით და მჯერა, რომ ევროპა საბოლოოდ შეძლებს, გახდეს ჭეშმარიტად მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი, დემოკრატიულ უკრაინასთან, საქართველოსთან და დემოკრატიულ რუსეთთან ერთად. ეს ჩვენს საერთო ინტერესშია", - აღნიშნულია წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S