
აშშ–ის აკრძალვებს იაპონიაც შეუერთდა
24/05/2019 04:22:27 სხვა, მსოფლიო
იაპონურმა კომპანიამ Panasonic ჩინურ გიგანტ Huawei-ს აშშ-ის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ტრანზაქციები შეუჩერა. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, შეზღუდვა დაწესდება იმ პროდუქციაზე, რომელშიც გამოყენებული მასალის 25%-ი აშშ-შია დამზადებული.
"ჩვენ ვწყვეტთ ყველა სახის ბიზნეს ტრანზაქციას Huawei-სთან და მის 68 ქვე-კომპანიასთან. ეს არის შტატების მთავრობის აკრძალვის საპასუხო ქმედება ჩვენი მხრიდან", - განაცხადა Panasonic-ის პრეს-ატაშემ ჯოე ფლინმა.
Huawei-ს შეზღუდვები ბრიტანეთშიც დაუწესეს. ბრიტანეთის მსხვილი მობილური ოპერატორები EE და Vodafone სწრაფი ინტერნეტის 5G შეთავაზებიდან ჩინური კომპანიის მობილურებს ამოიღებენ.
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ლიდერმა დონალ ტრამპმა ჩინური კომპანია ე.წ. შავ სიაში 15 მაისის განკარგულებით შეიყვანა. 20 მაისს შტატების გაყიდვების დეპარტამენტმა Huawei-ს ლიცენზია 3 თვით – 19 აგვისტომდე გადაუვადა.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ეჭვობს, რომ ჩინური ტექნოგიგანტის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა ჯაშუშური საქმიანობისთvის იყენებს.