Accentnews.ge
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში რუპორით მივიდა

ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოში რუპორით მივიდა

25/11/2019 11:20:35 სხვა, სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სხდომაზე რუპორით მივიდა. 

ჯანეზაშვილი აღნიშნულის მიზეზად შემდეგ არგუმენტებს ასახელებს: 

"პირველი: საბჭოს წევრთა უმრავლესობა, რამდენიმე არამოსამართლე წევრის ჩათვლით არის ჩინჩალაძის რუპორი. ჩინჩალაძის რუპორია პარლამენტის მიერ არჩეული წევრი გზირიშვილიც, რომელიც თავის მდგომარეობას იყენებს და საკუთარი ხმით "ვაჭრობს", რადგან საკუთარ შვილს მოსამართლეობისკენ გზა გაუკვალოს. ჯერ ისეთი მოსამართლე ვის რად უნდა, მამა რომ ეხმარება კარიერის აწყობაში.

მეორე: სხდომის მიმდინარეობისას მიკროფონის ჩართვა გიორგი მიქაუტაძის ნებართვის გარეშე ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. რაღაც ახალი ტექნიკური სისტემა დანერგა პირადი გადაწყვეტილებით. შესაბამისად იძულებული გავხდი სხდომებზე ვიარო რუპორით და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო, რათა ჩემი ხმა ისმოდეს".

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა დღეს, ორ საათზე დაინიშნა. როგორც ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, მათ სხდომის ჩანიშნვის შესახებ მხოლოდ წინა დღეს, 23:00სთ–ზე გაიგეს:

"კანონის თანახმად, 7 დღით ადრე უნდა ქვეყნდებოდეს ინფორმაცია სხდომის შესახებ საბჭოს ვებგვერდზე, ამ წესს საბჭოს მდივანი, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი მიქაუტაძე რეგულარულად არღვევს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S