
ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი
10/07/2023 08:31:28 სამართალი
თბილისში, ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც, ორი მოქალაქე დაიჭრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.