პაატა მანჯგალაძე: საქართველომ NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო
10/07/2023 08:39:16 პოლიტიკა
საქართველომ NATO–სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, "იმისთვის, რომ საქართველო ამ ორგანიზაციების წევრი გახდეს, ევროპელების ნების გარდა, საჭიროა ჩვენი ნება, რაც თავისი მხრივ, რეფორმების გატარებას გულისხმობს".
“ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უმაღლესი ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთიNATO–ს გამო დაესხა თავს და რომ არა NATOომი არ იქნებოდა, პირდაპირ ანტიუკრაინული და ანტიქართული განცხადებაა. გამოდის, რომ რუსეთს, გარდა NATO–სი, სხვა პრეტენზიები სახელმწიფოების მიმართ არა აქვს და შესაბამისად, ომის დაწყების საფუძველი NATO ყოფილა.“ქართულ ოცნებას“ ვეტყვი - რუსეთი უკრაინას NATO–ს გამო კი არ დაესხა თავს, NATO–ს წევრი რომ არ არის, ამის გამო დაესხა 2022 წელს, საქართველო NATO– ს წევრი არ იყო, ამიტომ დაგვესხა 2008 წელს. ალიანსის წევრობა იმიტომ გვინდა, რომ საქართველო ისევე იყოს დაცული, როგორი დაცულიც არის 1.5 მილიონიანი ესტონეთი, რომელსაც რუსეთი ჩიტს ვერ აუფრენს საზღვარზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO–ს სამიტი გაიმართება. სამიტზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.


