
სასამართლომ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის გარეშე გაათავისუფლა
10/07/2023 09:29:02 სამართალი
9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული კაცი რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გაათავისუფლა. საქმეზე განხილვა გრძელდება.
კაცი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, 9 წლის ბავშვზე ფიზიკურად ძალადობდა 6 ივლისს დააკავეს.
9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულია ბავშვის მამინაცვლის მამა. პროკურატურამ მას ბრალი 7 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, რუსთავში, ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა შვილის არასრულწლოვან გერზე”, – აღნიშნული იყო პროკურატურის განცხადებაში.