Accentnews.ge
პეტრე ცისკარიშვილი: მას შემდეგ, რაც „რუსული ოცნება“ შეიცვლება, საქართველოც მეტად დაუახლოვდება NATO-ს

პეტრე ცისკარიშვილი: მას შემდეგ, რაც „რუსული ოცნება“ შეიცვლება, საქართველოც მეტად დაუახლოვდება NATO-ს

10/07/2023 11:08:00 პოლიტიკა

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე. ხოლო მას შემდეგ, რაც “რუსული ოცნება” შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, საქართველოც კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება NATO-ს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა NATO-ს დაუახლოვდეს".

„იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყანამ წინ წაიწიოს, აუცილებელია ორი მთავარი საკითხი: დემოკრატიულო რეფორმები და პოლიტიკური ნება და სურვილი იმისათვის, რომ გახდე ნატო-ს წევრი. სამწუხაროდ, არც ერთი ამ მიმართულებით “რუსული ოცნება” არცერთ ნაბიჯს არ დგამს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ამ ხელისუფლებისგან გასაგებია, რომ არაფრის იმედი და მოლოდინები არ გვაქვს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით იქნას მიღებული ძალიან მკაფიო, კონკრეტული გადაწყვეტილება ვილნიუსის სამიტზე. ხოლო მას შემდეგ, რაც “რუსული ოცნება” შეიცვლება, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოც გააკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს, რომ ნატო-ს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს,” - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S