Accentnews.ge
პროკურატურამ "თანაინვესტირების ფონდიდან" „მტკვარი ჰესზე“ დოკუმენტაცია ამოიღო

პროკურატურამ "თანაინვესტირების ფონდიდან" „მტკვარი ჰესზე“ დოკუმენტაცია ამოიღო

10/07/2023 12:22:01 სამართალი

"თანაინვესტირების ფონდის" განცხადებით, პროკურატურამ ფონდიდან და მტკვარი ჰესიდან ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები ამოიღო.

დღეს ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილმა ქონება შესაძლოა, "მტკვარი ჰესის" მშენებლობის პროცესში მითვისებული თანხითაც დააგროვა.

"თანაინვესტირების ფონდის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს დილით ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ბატონი თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტ მტკვარი ჰესის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ ბუნებრივია წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარი ჰესიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა მტკვარი ჰესის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები.

სრულად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან, ჩვენი განზრახვა და ინტერესია ხელი შევუწყოთ ობიექტურ გამოძიებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S