
ბაჩიაშვილის ადვოკატი ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას "თავხედურ ტყუილად" მიიჩნევს
10/07/2023 12:46:34 სამართალი
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას "თავხედურ ტყუილს" უწოდებს.
რობერტ ამსტერდამი გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს საქმე არის "ნამდვილი სირცხვილი" საქართველოსთვის. ადვოკატი ხაზს უსვამს თავის 40 წლიან პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მას არ ახსენდება სხვა საქმე, რომელიც ასეთი "არარსებული მიზეზებით" აღძრულიყო.
"ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იღეს პასუხისმგებლობას ბრალდებაზე და მისი წარმომადგენელი ღიად აცხადებს, რომ საქმე არ ეფუძნება რაიმე რეალურ გამოძიებას, ცხადს ხდის ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაციის არსებობას და ბიძინას სურვილს, გამოიყენოს სახელმწიფო ჩემი კლიენტის, გიორგი ბაჩიაშვილის რეპუტაციის გასანადგურებლად", - აცხადებს ადვოკატი.
წერილი, რომელსაც რობერტ ამსტერდამი ეხმიანება, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ დღეს გაავრცლა. ვრცელ წერილში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა ლოგიკური ვარაუდი იმის შესახებ, რომ ბაჩიაშვილმა ქონება მისგან მითვისებული ბიტკოინებით დააგროვა.
გიორგი ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.