
NATO-ს გენერალური მდივანი: MAP-ს გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
10/07/2023 12:51:17 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ MAP-ს გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გზავნილი კი ვილნიუსში გამართულ სამიტზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტზე გვექნება ერთიანობა და ძლიერი გზავნილი უკრაინასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა მიაღწიეს კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან MAP-ს ამოღებაზე.