
რიგი დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ
25/11/2019 12:43:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რიგი დეპუტატები საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თაკალვაძის თქმით, „ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ტოვებს; „ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი წევრი ზაზა კედელაშვილი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს; მუხრან ვახტანგაძე – ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებს“.