ხიდაშელი: მცირე მცდელობის შემთხვევაშიც კი, იქ ვიქნებოდით, სადაც უკრაინაა, დაგვზოგავდნენ
10/07/2023 18:05:14 პოლიტიკა
მცირე მცდელობის შემთხვევაშიც კი ჩვენ იქ ვიქნებოდით, სადაც უკრაინაა,– ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი უკრაინის შემთხვევაში მაპის, როგორც ნატო–ს წევრობის აუცილებელი ინსტრუმენტის ამოღების შეფასებისას.
„ნატო–ში გაცილებით მაღალია მიზანშეწონილობის ხარისხი, ვიდრე ევროკავშირის შემთხვევაში. სრული პასუსიმგებლობით გეუბნებით, საქართველოს ხელისუფლებას, 12 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, რომ ემუშავა ბრიუსელში, ნატო–ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რომ ჰქონოდა კონკრეტული, საფეხურებად გაწერილი შეთავაზებები, ჩვენი უკრაინისგან განცალკევება არ მოხდებოდა. იმხელა ფასი აქვს საქართველოს საქართველო–ნატო–ს ურთიერთობებში, რომ დაგვზოგავდნენ, თვალს დახუჭავდნენ ბევრ რამეზე, რაზეც ევროკავშირი ვერ დახუჭავს. მაგრამ ჩვენ დრო მოვანდომეთ არა ამას – სახემწიფოს მეთაურების, საგარე საქმეთა მინისტრების დარწმუნებას, არამედ იმას, რაც ბოლოს პრემიერის საჯარო გამოსვლით დაგვირგვინდა. ჩვენ ამით დავკარგეთ შანსი ნატო–სთან. პოლიტიკური ფასი მნიშვნელოვნია ნატოსთვის, მაგრამ ჩვენ ფორად მოგვცემდნენ ამ შანს, ისე რომ არ მოვქცეულიყავით, როგორც ვიქცეოდით“,–თქვა ხიდაშელმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს იცის და შეგნებულად დგამს მსგავს ნაბიჯებს, ისევე როორც ევრპკავშირის მიმართულებით.


