
დენიელ ფრიდი: საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს ცდილობს, თამაშიდან გავიდეს
11/07/2023 06:50:12 ციტატა
"არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ NATO-ში, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე", - ამის შესახებ "ატლანტიკური საბჭოს" უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა NATO-ს სამიტსა და საქართველოზე საუბრისას "ამერიკის ხმას" განუცხადა.