Accentnews.ge
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი საქართველოს სტუმრობს

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი საქართველოს სტუმრობს

11/07/2023 07:33:15 პოლიტიკა

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი იენს ბრანდენბურგი საქართველოს სტუმრობს.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ბატონ გიორგი ამილახვართან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ქალბატონ მზია გიორგობიანთან, ასევე გერმანული ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი გერმანული ფირმების წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა ბრანდენბურგი შეხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დირექტორსა და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

საქართველოში ვიზიტის წინ ბრანდენბურგმა შემდეგი განაცხადა:

„საქართველო არის გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება კოალიციის ხელშეკრულებით არის შეთანხმებული. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. რუსეთის თავდასხმის გეოპოლიტიკური გავლენა აქაც საკმაოდ ნათელია, ამიტომ ჩვენ ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება გვსურს. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს მისი სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების საქმეში. ვგეგმავთ შეთანხმებების გაფორმებას საქართველოსთან ჩვენი სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ამასთან მთავარ საკითხებად განვიხილავთ იმ გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლებიც ეხება ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და წყლისა და ენერგიის მდგრადი მომარაგების საკითხები. გარდა ამისა გვინდა, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული საკვლევი პროგრამები ქართული დაწესებულებებისათვის".

ბრანდენბურგის ვიზიტი საქართველოში 14 ივლისს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S