"პრემიერის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია"
11/07/2023 07:38:05 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.
"პრემიერ– მინისტრის გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვისთვის საქართველოსა და საზღვარგარეთის კლინიკებში მკურნალობის დაფინანსებაზე - დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია. გარდა ემოციური სტრესისა, ასეთი ხარჯების გადახდა ნებისმიერი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური შოკი იყო და მისასალმებელია, რომ მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად, პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.ევროპული ჯანდაცვა, პირველ რიგში ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვას ნიშნავს", – აცხადებს თალაკვაძე.


