ხვალ საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვევა
11/07/2023 09:13:01 პოლიტიკა
ხვალ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თობიას ლინდნერი საქართველოს ეწვევა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, ლინდნერი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიას, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, სხვა პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
"შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით. გარდა ამისა, საუბრის თემა იქნება რეგიონში არსებული სიტუაცია", – აცახდებს დიპლომატიურ უწყება.


