Accentnews.ge
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმეზე სააპელაციომაც გაამართლა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის საქმეზე სააპელაციომაც გაამართლა

11/07/2023 09:51:47 სამართალი

თბილისის სააპელაციო სასმართლომ არ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე ძალადობის საქმეზე საქართველოს პირველ ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე მაია თეთრაულმა დღეს გამოაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ მოსამართლეს მიმართა, რომ ძალაში დაეტოვებინა ჩოგბურთელის გამამართლებელი განაჩენი, რადგან, მისი აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S