Accentnews.ge
ბოკუჩავა: უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ვეტოს დაძლევის საკითხი

ბოკუჩავა: უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ვეტოს დაძლევის საკითხი

11/07/2023 10:22:59 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს.

მისი თქმით, უმრავლესობას ვეტოს დაძლევისთვის კენჭისყრის ჩასატარებლად დეპუტატების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავდა.

„ძალიან ხშირად უმრავლესობას პარლამენტში კვორუმი არა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არაუფლებამოსილი სხდომების ფონზე ხდება. მათ შორის არაუფლებამოსილი სხდომის მიერ იყო მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ეხებოდა. ვთვლით, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნული საკითხს შეისწავლის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კენჭისყრასთან დაკავშირებით პრეტენზიის გამოთქმა საპარლამენტო ჯგუფის/ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია, შესაბამისი პროცედურის დაცვით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S