Accentnews.ge
NATO-ს სამიტის დეკლარაცია: ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით

NATO-ს სამიტის დეკლარაცია: ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით

11/07/2023 15:43:13 პოლიტიკა

NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას კვლავ ადასტურებს. ამის შესახებ ნათქვამია ვილნიუსში გამართული სამიტის დეკლარაციაში.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ 2008 წელს ბუქარესტში გამართულ NATO–ს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო ალიანსის წევრი გახდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმით (MAP), რაც პროცესის თანმიმდევრულ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ მივესალმებით NATO–საქართველოს არსებითი პაკეტის რეალიზების პროცესში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიის, ელექტრონული კომუნიკაციების დაცვის მხრივ მიღწეულ პროგრესს, ისევე როგორც ახალ ინიციატივებს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული თავდაცვისა და საწვრთნელი შესაძლებლობების სფეროებში. ევროატლანტიკური მისწრაფებების გასავითარებლად საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმების, განსაკუთრებით გადამწყვეტი დემოკრატიული რეფორმების მხრივ და საუკეთესოდ გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში.

დოკუმენტში ალიანსის წევრი სახელმწიფოები კვლავ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას განსაზღვროს ქვეყნის მომავალი და საგარეო პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი იქნება გარე ჩარევისგან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს:

უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონის აღიარება; წერტილი დაუსვას ამ რეგიონების მილიტარიზაციას და მცდელობებს, რომ საზღვრის მსგავსი კონსტრუქციების აღმართვით ძალადობრივად მოწყვიტოს ისინი დანარჩენ საქართველოს; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და მათ შორის თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ალიანსის მისიებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ კვლავ მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის", - ნათქვამია კომუნიკეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S