
ზელენსკი: ნუთუ ეს დიდი სურვილია? NATO უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, უკრაინა ალიანსს გააძლიერებს
11/07/2023 16:54:09 ციტატა
"აქ იმ NATO -ს რწმენით მოვედი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და არც ერთი აგრესორის წინაშე არ იხევს უკან. ვისურვებდი, რომ ეს რწმენა გახდეს ნდობა - ნდობა იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ - რასაც ყველა ჩვენი მეომარი, ყველა მოქალაქე, ყველა დედა, ყველა ბავშვი იმსახურებს. ეს ძალიან ბევრია სასურველად? NATO უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა გააძლიერებს ალიანსს. დიდება უკრაინას, დიდება ლიეტუვას!", – ამის შესახებ ვილნიუსში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.