Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

25/11/2019 16:18:52 სხვა, სამართალი

21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ მოძრაობა „შეცვალეს“ სამ წევრს პატიმრობა განესაზღვრა. 

სასამართლომ ნიკა ფარულავას, ბექა პაპაშვილსა და ოთარ შენგელიას ორ-ორ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც  წვრილმან ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S