Accentnews.ge
დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს

დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს

12/07/2023 06:24:24 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სადეპუტატო მანდატს ტოვებს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე 14 ივლისის სხდომაზე იმსჯელებს.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში აღარ დადის და პლენარულ სხდომაზეც რამდენჯერმე იყო.

დავით სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვებაზე საუბარი მაშინ იყო, როცა უმრავლესობა და პარლამენტი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ამის მიზეზი კი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გახდა, რომელიც უმრავლესობამ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ საბოლოოდ პარლამენტიდან გაიწვია.

აღსანიშნავია, რომ დავით სერგეენკოს კანონისთვის ხმა არ მიუცია. ის სხდომას დაესწრო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S