ნიდერლანდები, მათ შორის საქართველოს სამხედრო მხარდაჭერისთვის NATO-ს ფონდში დამატებით 8 მლნ ევროს გამოყოფს
12/07/2023 07:05:06 პოლიტიკა
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ვოპკე ჰუქსტრას განცხადებით, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის ნიდერლანდები NATO-ს ფონდში დამატებით 8 მილიონ ევროს შეიტანს.
„აღნიშნული თანხა უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის სისტემებზე, საბრძოლი მასალების საწყობების დაცვის გაზრდასა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიხარჯება“, - განაცხადა ვოპკე ჰუქსტრამ.
მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ხსენებული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს კვლავ აგრძელებს, ალიანსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღევანდელ არასტაბილურ დროში ალიანსის მოკავშირეების თანამშრომლობა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან ძალზე მნიშვნელოვანია“, - დასძინა ვოპკე ჰუქსტრამ.


