Bell: რუსეთს ქართული, ჩინური და ავღანური "კოკა-კოლა" მიეწოდება
12/07/2023 12:34:56 პოლიტიკა
რუსული ბაზრიდან ამერიკული "კოკა-კოლის" ოფიციალური გასვლის შემდეგ კოლის გემოს მქონე გაზიანი სასმელების გაყიდვებში "კოკა-კოლა" ამავე ბაზარზე მეორე ადგილს იკავებს.
რუსი მწარმოებლების პროდუქცია ირანელი, ჩინელი, არაბი, ქართველი კოლეგებისა და "თალიბანის" კონტროლს დაქვემდებარებული ავღანური საწარმოების პროდუქციამ ჩაანაცვლა, - იუწყება გამოცემა The Bell
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამერიკულმა The Coca-Cola Company-მ რუსეთში მუშაობის შეჩერების, ინვესტიციებზე, რეკლამისა და მარკეტინგის ხარჯებზე უარის თქმის შესახებ განაცხადა. ამის გამო გასული წლის შემოდგომიდან რუსეთში გაყიდვადი მთელი "კოკა-კოლა" იმპორტულია.
"რუსეთში მიკს შეტანაზე უზარმაზარ ფულს აკეთებენ კომპანიები, რომელთაც "კოკა-კოლა" ქვეყანაში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ვიეტნამიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, საქართველოდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ალბანეთიდან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და დანიიდან შეაქვთ. მაღაზიებში ასევე წააწყდებით "კოკა-კოლას", რომელიც ავღანეთში, "თალიბანის" ისლამისტების მიერ კონტროლირებად ქარხნებშია წარმოებული" - ნათქვამია სტატიაში.
კოლების კატეგორიაში ყველაზე გაყიდვად სასმელად ახალი ბრენდი «Добрый кола» იქცა, რომელზეც მთლიანი ბაზრის 34% მოდის. ბრენდის მფლობელი რუსულ ბაზარზე ამერიკული The Coca-Cola Company-ს ყოფილი პარტნიორი, შვეიცარიული Coca-Cola HBC-ია. ამერიკულ The Coca-Cola Company-ს მასში აქციების 21,3% ეკუთვნის.
ცნობისთვის: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ქართული წარმოების "კოკა-კოლა" იყიდებოდა, სოცქსელებში არაერთგზის გავრცელებულა.


